რეზონანსი
13.03.2025

ოპოზიციას აქვს რთული მდგომარეობა, ყოველდღე ატარებენ 300-კაციან აქციას, რაღაც რიტუალივით აქვთ, ერთი საათით გადაკეტავენ ქუჩას და ბრუნდებიან სახლებში, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ გადაცემა “იმედი LIVE”-ში განაცხადა.

მისივე თქმით, ისინი თავისი ფეხით მიდიან და ათი ათასობით ლარს იხდიან ყოველდღიურად ბიუჯეტში.

„თავისი ფეხით მოდიან, ავსებენ სახელმწიფო ბიუჯეტს, ათი ათასობით ლარს იხდიან ყოველდღიურად ბიუჯეტში, ამისთვის ერთგვარი მადლობაც შეიძლება გადავუხადოთ მათ. რაც შეეხება პარტიებს, საერთოდ დაკარგულნი არიან. ვხედავთ, რა მდგომარეობაა. შიგნით აქვთ ძალიან მძიმე ურთიერთობები, პარტიის შიგნითაც კი, არათუ პარტიებს შორის, არის რთული ურთიერთობები,“- აღნიშნა პრემიერმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×