რეზონანსი
12.03.2025

ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან საქართველოს მიმართ ზეწოლის შემცირებაზე საუბრობს ჟურნალისტებთან „ხალხის ძალის“ აღმასრულებელი მდივანი გურამ მაჭარაშვილი. თუმცა, გამონაკლისია ევროპა, საიდანაც ეს ზეწოლა სრულად მოხსნილი არ არის. ამის მიზეზად კი, დეპუტატი ე.წ. გლობალური ომის პარტიას ასახელებს, რომელიც მაჭარაშვილის თქმით, იქ ჯერ კიდევ მოქმედებს და განსაკუთრებით მისი გავლენა ევროპულ სტრუქტურებში იგრძნობა.

„ზეწოლა არ მოხსნილა მთლიანად, უბრალოდ ახლა ყოველდღე თეთრ სახლში სპიკერი არ გამოდის და არ ამბობს საქართველოში რატომ მიიღეს ლგბტ პროპაგანდის წინააღმდეგ ბრძოლისა და ოჯახური ღირებულებების დაცვის კანონი, არ ამბობს დემოკრატია უკან მიდის და ა.შ. ეს განცხადებები რომ აღარ კეთდება თეთრი სახლიდან ესეც შეღავათია. თუმცა, ამავდროულად Deep State, იგივე გლობალური ომის პარტია, რომელიც ჯერ კიდევ არსებობს ევროპარლამენტსა და „ევროსაბჭოთა კავშირის“ ბიუროკრატიაში და კონგრესშიც, ახორციელებს ზეწოლას. ეს ზეწოლა, რა თქმა უნდა, არ მოხსნილა მთლიანად, შემცირდა, მაგრამ არ მოხსნილა.

ამას ვამბობთ ჩვენ სწორედ და საზოგადოებას ვეტყვით, რომ ყურადღებაა საჭირო. ხელისუფლებასაც ყოველთვის შევახსენებთ, რომ ფრთხილად უნდა იყვნენ, იმიტომ რომ დიდი სახელმწიფოები შეთანხმდებიან და პატარა სახელმწიფოები გაიჭყლიტებიან", - განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×