რეზონანსი
12.03.2025

გახსოვდეთ, რუსეთმა ბუშისგან წაიღო საქართველო, წაიღო ყირიმი ობამასგან, სცადეს, უკრაინის მთელი ტერიტორია წაეღოთ ბაიდენისგან, - განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა.

„ვინ არის, ვისგანაც რუსეთმა ვერაფერი წაიღო? ტრამპი“, - აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა.

დონალდ ტრამპმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ის რუსეთის მიმართ მკაცრ პოლიტიკას ატარებდა.

„სინამდვილეში, მე ვარ ის, ვინც შეაჩერა „ჩრდილოეთის ნაკადი 2“. რუსეთის მიმართ ძალიან მკაცრი ვიყავი. მათ ჩემგან არაფერი წაუღიათ. მათ წაიღეს ობამასგან და ბუშისგან და წაიღეს მძინარე ჯო ბაიდენისგან“, - დასძინა მან.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×