რეზონანსი
12.03.2025

ბათუმის საქალაქო სასამართლოში საპროტესტო აქციის მონაწილეები ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე 5000-5000 ლარით დაჯარიმდნენ, მათ შორის არის პარტია “დროას” ლიდერი ელენე ხოშტარია.

აქციის მონაწილეების საქმე მოსამართლეებმა სალიხ შაინიძემ და ალექსანდრე გოგუაძემ განიხილეს.

სხდომას არც ელენე ხოშტარია და არც მისი უფლებადამცველი არ დასწრებიან.

ამასთან, დღევანდელ პროცესზე ერთ-ერთი აქციის მონაწილის საქმის განხილვა გადაიდო.

როგორც ცნობილია, ელენე ხოშტარია 12 იანვარს ადმინისტრაციული მუხლით დააკავეს, იმ დროს, როდესაც სტიკერის გაკვრას ცდილობდა აჭარის მთავრობის სახლთან.

აქციის მონაწილეებს კი, რომლებიც 5000-5000 ლარით დაჯარიმდნენ, შინაგან საქმეთა სამინისტრო 31 იანვრის ღამეს ქვეითთა გადასასვლელის ბლოკირებას ედავებოდა.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×