რეზონანსი
12.03.2025

განათლების ხარისხის ეროვნული ცენტრის გადაწყვეტილება ცნობილია - ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტს სრული ავტორიზაცია მიანიჭეს. 

მოლოდინებზე ვერაფერს გეტყვით, რადგან წინა საბჭოსგან ფრუსტრირებულები ვიყავით. დღეს ორსაათ ნახევარი გაგრძელდა საბჭოს სხდომა. ჩვენ ყველა კითხვაზე გავეცით ამომწურავი და დამაჯერებელი პასუხები და გადაწყვეტილებაც მიღებული იქნა, რომ სრული ავტორიზაცია მიენიჭა ილიას უნივერსიტეტს ყოველგვარი წინაპირობების, რეკომენდაციების და მონიტორინგის გარეშე. ძალიან გახარებულები ვართ, რადგან ჩვენთვის პრინციპულზე პრინციპული საკითხია." - განაცხადა ნინო დობორჯგიძინემ, ილიაუნის რექტორმა. 

ცნობისთვის, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტისთვის ავტორიზაციის მინიჭების საკითხზე გადაწყვეტილება განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭომ გასული წლის 26 სექტემბერს მიიღო. მაშინ, უნივერსიტეტს ავტორიზაცია ერთი წლის თავზე მონიტორინგის პირობით მიანიჭეს. 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×