რეზონანსი
12.03.2025

საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებაზე როდესაც გვაქვს საუბარი, ეს არ არის ცარიელი სიტყვები, ხმამაღალი, ემოციური განცხადებები, ან ქუჩაში დროშით სიარული. უპირველეს ყოვლისა, ამ პროცესს აქვს თავისი შინაარსი, ეს არის ის კანონები, წესები, სტანდარტები და ნორმები, რომლებიც საქართველომ უნდა დანერგოს ეროვნულ კანონმდებლობაში, – ამის შესახებ ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, ლევან მახაშვილმა კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე განაცხადა, სადაც ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების (DCFTA-ის) განხორციელების 2024 წლის ანგარიშსა და 2025 წლის სამოქმედო გეგმას განიხილავდნენ.

მისი თქმით, ამ კანონების, რეგულაციების უდიდესი უმრავლესობა ასახულია ასოცირების ხელშეკრულებაში, რომელსაც ხელი მოეწერა „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პირობებში და ამავე ხელისუფლების პირობებში, მისი ნახევარზე მეტი უკვე შესრულებულია.

„საქართველომ ევროკავშირი ზოგიერთებისგან განსხვავებით 2022 წელს კი არ აღმოაჩინა, არამედ წლების განმავლობაში ქვეყანა ნაბიჯ-ნაბიჯ, გეგმაზომიერად ნერგავდა ამ კანონმდებლობას და აშენებდა ჩვენი სახელმწიფოს ევროპულ ფუნდამენტს. ეს არის ფაქტი და ვიღაცებს კი აქვთ სურვილი, რომ ან დააიგნორონ, ან გადაწერონ ისტორია, მაგრამ ამ ისტორიის და ფაქტების დაიგნორება არავის გამოუვა“, – განაცხადა ლევან მახაშვილმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×