რეზონანსი
12.03.2025

პარტია „გახარია-საქართველოსთვის” წევრი ნათია მეზვრიშვილი ე.წ. პიჯაკების საქმეზე სასამართლოს გადაწყვეტილებას გამოეხმაურა:

„სააკაშვილს გვერდით ივანიშვილიც რომ მიუჯდება პოლიტიკურ კორუფციაზე, მაშინ იზეიმებს სრულად სამართალი” - დაწერა მეზვრიშვილმა

აღნიშნულ მიმართვა არ გაატარა ნანუკა ჟორჟოლიანმა და მაშინვე პასუხი გამოაცხო:

„არ მჯერა, რომ კომენტარებს მიშლის, ამიტომ აქ ვუპასუხებ.

მიშას და ბიძინას გვერდით გახარიაც ჯდება? მაგალითად 20 ივნისისთვის.

ნათია მეზვრიშვილი ადეიშვილის პროკურატურის კადრია. 2007-2009 წლებში მუშაობდა ქალაქის პროკურატურაში რომელიც მაშინდელი ბრალდებებით პოლიტიზირებული იყო.

რატომ არ დატოვა ადეიშვილის პროკურატურა თუნდაც იმედში შევარდნის გამო?! ანუ სააკაშვილი რომ “დანაშაულებს ჩადიოდა” ამ დროს რა უნდოდა ადეიშვილის უწყებაში სადაც 2012 წლის ბოლო დღემდე იყო.

ცალმხრივი პარტნიორობა, თუნდაც ეს იყოს დროებითი არ არსებობს მეგობრებო! და არც იარსებებს!” - დაწერა ტელეწამყვანმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×