
ეკონომიკის ექსპერტი ნიკა შენგელია ფინანსური სისტემის ცვლილებებს ეხმაურება. მისი შეფასებით, მსოფლიო ფინანსურ სისტემაში დიდი ცვლილებების დრო დადგა და ეკონომიკა უამრავ ქვეყანაში მორიგი სერიოზული გადატვირთვის რეჟიმშია შესული.
,,ეკონომიკა ისეთი ვეღარ იქნება როგორიც იყო. საფონდო ბაზრების ინდიკატორები გვამცნობენ, რომ მხოლოდ რეცესიასთან შეიძლება არ გვქონდეს საქმე, სავსებით შესაძლებელია ეკონომიკა დეპრესიაშიც გადავიდეს. მსოფლიოს ნომერ პირველი ეკონომიკის ქვეყანაში მიმდინარე პროცესები უკვალოდ არ ჩაივლის და დანარჩენი ქვეყნების ეკონომიკებზეც ექნება სერიოზული ზეგავლენა.
გადავხედოთ და გავაანალიზოთ შექმნილი სიტუაცია:
„ციფრული ოქროს“ - ბიტკოინის ღირებულება ეცემა, ამის ძირითადი ფაქტორია აშშ-ს მთავრობის განცხადება, რომ იგი აღარ შეისყიდის ბიტკოინს ბიუჯეტის სახსრებიდან როგორც სტრატეგიული რეზერვს, თუმცა მის ბალანსზე არსებულ 200 000 ბიტკოინსაც არ გაყიდის და გამოიყენებს მას, როგორც გრძელვადიან სტრატეგიულ აქტივს. აქვე საყურადღებოა დევიდ საქსის ინტერვიუ, რომელმაც ბიტიანების შეძენაზეც მიანიშა, უნდა ვივარაუდოთ ეს მოხდება იმ რესურსებიდან როგორებიცაა: კრიპტოვალუტების კონფისკაცია სამოქალაქო საქბეებიდან გამოვლენილი დამნაშავეების ხარჯზე (კონფისკაციით), ტოკენიზირებული აქციების (ან ციფრული) აქტივების ან/და ობლიგაციების გაყიდვით და კრიპტოაქტივების სახელმწიფო აუქციონებიდან, რომელიც ჩვეულებრივ პრაქტიკად იქცა აშშ-ში.
გამომდინარე აქედან, ალტკოინები ვერ იქნება სახელმწიფო სტრატეგიული აქტივი. ამ განცხადების ფონზე თუ შევხედავთ, მსოფლიო ეკონომიკის გაურვევლობის ინდექსს (WORLD UMCERTAINTY INDEX) იგი გვამცნობს, რომ რეკორდული რაოდენობა ინვესტორებისა გაურკვევლობაშია და ეს ბოლო 12 წლს პერიოდში ეკონომიკაში გაურვევლობის ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.
ამრიგად „ციფრულ ოქროს“ ფასზე პოზიტიურად მოქმედებს ის, რომ იგი დარჩება აშშ-ს სტრატეგიულ რეზერვში და არ გაყიდიან ჯერჯერობით, ხოლო ნეგატიურად მოქმედებს ის ფაქტორი, რომ მისი შესყიდვა სახელმწიფო ბიუჯეტის სახსრებიდან აღარ მოხდება. თუმცა, ტექნიკური ანალიზი გვიჩვენებს რომ ბიტკოინის ფასი, რომელიც ეცემა და 81500-დოლარიან ნიშნულემდეა ჩამოსული, ჩვენი პროგნოზით, მაქსიმუმ შეიძლება დაეცეს და შემოვიდეს 70000-75000 დოლარის ნიშნულან დიაპაზონში და ამის შემდეგ დაიწყებს ისევ გაზრდას.
გამომდინარე იქედან, რომ მსოფლიო ეკონიმიკის გაურკვევლობის ინდექსი მაქსიმუმამდეა გაზრდილი, ამერიკული ბაზრის ფიუჩერსების ფასი აქციებზე ეცემა. „სტანდარტ ფურის S&P 500 ინდექსი მოყოლებული ა/წ 19 თებერვლიიდან დღეის მდგომარეობთ ეცემა, მარტო ორშაბათს 5750-იანი ნიშნულიდან 5600-მდე დაეცა - იანვრიდან დღემდე 1,9% არის შემცირებული. ამის გამომწვევი მთავარი ფაქტორი აშშ-ს მხრიდან სატარიფო ომია, რომელიც გამოუცხადა კანადას, მექსიკა და ჩინეთს.
დღის წესრიგში დადგა სახელმწიფო ხარჯების შემცირების საკითხი. სახელმწიფოს მხრიდან ინვესტორებისადმი იზრდება დავალიანებები და ამ უკანასკნელთ აღარ სურთ შეიძინონ სახელმწიფო ობლიგაციები, რომელთა შემოსავლიანობამ მოიმატა. მაგალითისათვის, იაპონიის სახელმწიფო ობლიგაციების შემოსავლიანობამ გადააჭარბა 1,5%-ს, არ გამოვრიცხავთ, რომ მან 2%-საც მიაღწიოს, რაც ბლო 18-წლიანი პერიოდის მაქსიმუმი იქნება. ეს იმის მაუწყებელია, რომ იაპონიაში იაფი ფულის ეპოქა დასრულდება. აღნიშნული ასევე გამიწვევს ინვესტორების მხრიდან ამერიკული, ევროპული და სხვა ქვეყნების აქტვების გაყიდვას. გამომდინარე აქედან სახელმწიფოებს არ რჩებათ გამოსავალი გარდა იმისა, რომ შეამცირონ ხარჯები, მაგალითად, ტრამპმა განაცხადა, რომ იგი აპირებს 2 ტრილიონი დოლარით შეამციროს ხარჯი.
არ გამოვრიცხავთ, რომ სახელმწიფო ვალების შემცირების მიზნით გამოყენებულიი იყოს კრიპტოვალუტები, მათ შორის ბიტკონი. ამიტომ მოსალოდნელია, ბიტკოინის ფასი მკვეთრად გაიზარდოს და შემდეგ მასიური გაყიდვით ფასები ძალიან დაეცეს და სახელმწიფო ვალი ამით შეამცირონ.
ყურადსაღებია განცხადებები სახელმწიფო სამსახურებიდან თანამშრომლების დათხოვნის შესახებ. დასაქმებულთა დათხოვნა ხდება როგორც სახელმწიფო, ასევე კერძო სექტორებიდან. მაგალითისათვის, თებერვალში გათავისუფლებულია 172 000 ადამიანი, ეს კი 245%-ით მეტია, ვიდრე იანვარში განთავისუფლებული.
პროგნოზები აშშ ეკონომიის მშპ-ს კლების შესახებ ყოველ ახლად გამოქვეყნებულ მაჩვენებლებში ისახება. 2024 წლის დეკემბრის ბოლოს 4%-მდე გამოაქვეყნეს მშპ-ს ზრდის პროგნოზი, მაგრამ ამ წლის დასაყისში შეცვალეს და 1,5%-ით შეამცირეს, ხოლო დღეს უკვე ელოდებიან ეკონომიკის ზრდას 2,4%-მდე, თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ თითოეული შემცირებული პროცენტი, ეს ასიათასობით უმუშევარი ადამიანია. ადვილი მისახვედია საშუალო და გრძელვადიან პერიოდში რა პერსპექტივები ისახება.
დღეის მდგომარეობით, ამერიკული ბაზრები უკვე კარგავენ პოზიციებს სხვა ბაზრებთან მიმართებაში. ამის თქმის საფუძველს გვაძლევს შემდეგი მონაცემები: ა/წ იანვრიდან დღემდე ამერიკული S&P 500 დაეცა 1.9%- ით მაშინ, როდესაც ევროპული აქციები STOXX EUROPE 600 გაზრდილია 9%- მდე, ჰონგ-კონგის HANG SENG გაზრდილია 20,8%-ით. ამას ემატება ის ფაქტიც, რომ თავად დოლარიც კარგავს პოზიციებს. მისი ინდექსი იანვრიდან მოყოლებლი დღემდე ეცემა.
ყველაფერი ზემოთხენებულიდან გამომდინარე, ცხადი ხდება, რომ ინვესტორებისათვის ამ გაურვევლობის პერიოდში მიმზიდველ აქტივებად რჩება ოქრო, სწორედ ამიტომ არის, რომ უნცია ოქროს ღირებულებამ ისტორიული მაქსიმუმები გადაწერა და ის დღეს 2925 დოლარის ნიშნულზე ივაჭრება და სავარაუდოდ, მისი ფასი 3000დოლარსაც გაცდება, რასაც 2019 წელს ვპროგნოზირებდით.
ჩინეთის, პოლონეთის, აშშ-ს და სხვა ქვეყების ცენტრალური ბანკები აქტიურად ყიდულობენ ოქროს რეზერვების გასამყარებლად.
ყოველივე ზემოთაღნიშნულიდან გამომდინარე, მსოფლიოს ნომერ პირველი ეკონომიკის ქვეყანაში მიმდინარე პროცესები და გეოპოლიტიკური გამოწვევები აუცილებლად ზეგავლენას მოახდენს მსოფლიოს სხვა დანარჩენი ქვეყნების ეონომიკურ სტაბილურობაზე და მათ შორის საქართველოზეც. ძნელი მისახვედრი არაა, რომ ჩვენი ქვეყნის ფინანსური სტაბილურობის შენარჩუნებას სერიოზული გამოცდა ელოდება, რაც ეროვნულ ბანკს და მის გუნდს გამოწვევების წინაშე აყენებს".