რეზონანსი
12.03.2025

გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, გარ­და­იც­ვა­ლა პო­ლი­ცი­ის პოლ­კოვ­ნი­კი, ედუ­არდ შე­ვარ­დნა­ძის ხე­ლი­სუფ­ლე­ბის სპეც­და­ნიშ­ნუ­ლე­ბის რაზ­მის ხელ­მძღვა­ნე­ლი თე­მურ მღებ­რიშ­ვი­ლი.

მისი გარ­დაც­ვა­ლე­ბის ამ­ბავს სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ეხ­მა­უ­რე­ბა პირ­ვე­ლი პრე­ზი­დენ­ტის ვაჟი გი­ორ­გი გამ­სა­ხურ­დია:

„წე­ღან გა­ვი­გე, თემო გარ­დაც­ვლი­ლა მღებ­რიშ­ვი­ლი, ჩემი უფ­რო­სი და ახლო მე­გო­ბა­რი. გარ­და იმი­სა რომ იყო პრო­ფე­სი­ო­ნა­ლი პო­ლი­ცი­ე­ლი, მი­უ­ხე­და­ვად მისი, სა­ყო­ველ­თაო და უსა­მარ­თლო დე­მო­ნი­ზი­რე­ბი­სა, იყო ასე­ვე ძა­ლი­ან და­დე­ბი­თი, პო­ზი­ტი­უ­რი და უკე­თილ­შო­ბი­ლე­სი ადა­მი­ა­ნი. ძა­ლი­ან დიდი წლე­ბი გვა­კავ­ში­რებს ერ­თმა­ნეთ­თან და მაგ წლებ­ში ბევ­რი ტკბი­ლი მო­გო­ნე­ბე­ბი. გა­მორ­ჩე­უ­ლი კაცი იყო "ჩი­გო­ლა" და ბევრ ადა­მი­ანს და­წყვი­ტა გული დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ.

ნა­თე­ლი მის ხსოვ­ნას...

ჩემი მხედ­რუ­ლი სა­ლა­მი, ბა­ტო­ნო პოლ­კოვ­ნი­კო!"

თე­მურ მღებ­რიშ­ვი­ლი გა­სუ­ლი სა­უ­კუ­ნის 90-იან წლებ­ში ქარ­თუ­ლი მე­დი­ის ყუ­რა­დღე­ბის ცენ­ტრში ხში­რად ხვდე­ბო­და. ის ხელ­მძღვა­ნე­ლობ­და სპე­ცი­ა­ლუ­რი და­ნიშ­ნუ­ლე­ბის რაზმს, რო­მე­ლიც იმ­ჟა­მად საპ­რო­ტეს­ტო აქ­ცი­ებს უპი­რის­პირ­დე­ბო­და, გან­სა­კუთ­რე­ბით ხში­რად და­პი­რის­პი­რე­ბა ხდე­ბო­და პირ­ვე­ლი პრე­ზი­დენ­ტის მომ­ხრე­ებ­თან.

2014 წელს მი­ცე­მულ, ერთ-ერთ ბოლო ინ­ტერ­ვი­უ­ში ის ამ­ბობ­და:

„მე პენ­სი­ა­ზე წა­ვე­დი, ჩემ­თვის ვმუ­შა­ობ, ერთ იუ­რი­დი­ულ ფირ­მა­ში თავს ვირ­თობ. წყნა­რად და კარ­გად ვარ. ვერ­თო­ბი "პა სტა­რი­კოვ­სკი". მალე 70 წლის უნდა გავ­ხდე, შე­ვას­რუ­ლებ, რაც ადრე ვთქვი და 183 წელი ვი­ცო­ცხლებ"

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×