რეზონანსი
12.03.2025

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, მამუკა მდინარაძე, საბიუჯეტო თანხების გაფლანგვის საქმეზე მიხეილ სააკაშვილისთვის წარდგენილ ბრალთან დაკავშირებით, „რადიო თავისუფლების" მიერ 2014 და 2025 წელს არსებულ განსხვავებულ რიტორიკას აფასებს.

მდინარაძის განცხადებით, აღსანიშნავია, რომ 2014 წელს, ექსპრეზიდენტისთვის წარდგენილი ბრალი ელიტური კორუფცია იყო "რადიო თავისუფლებისთვისაც", თუმცა, იგივე საქმე 2025-ში "პიჯაკების საქმე" გახდა, რაც "დიფ სთეითის" მორიგი დავალებაა აგენტის მხარდასაჭერად.

"დანაშაული, რომელიც 2014 წელს ელიტური კორუფცია იყო და 2025-ში "პიჯაკების საქმე" გახდა.

სინამდვილეში "დიფ სთეითის" მორიგი დავალება აგენტის მხარდასაჭერად!

"რადიო თავისუფლება" ერთ-ერთი შემსრულებელია მრავალთა შორის..." - წერს მამუკა მდინარაძე სოციალურ ქსელში.

პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, სასამართლომ დიდი ოდენობით საბიუჯეტო სახსრების გაფლანგვის საქმეზე მიხეილ სააკაშვილი დამნაშავედ ცნო. კორუფციული დანაშაულისთვის მას სასჯელის ზომად 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა, ხოლო თეიმურაზ ჯანაშიას სასჯელის სახით განესაზღვრა ჯარიმა 300 000 ლარის ოდენობით.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×