რეზონანსი
12.03.2025

საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები უეფა-ს ერთა ლიგის პლეი ოფში გასვლით შეხვედრას სომხეთის ნაკრებთან გამართავს.

როგორც დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე აღნიშნა, 20 მარტს, 21:00 საათიდან, პირველი რესპუბლიკის მოედანზე დამონტაჟებული იქნება დიდი ეკრანი, სადაც საფეხბურთო მატჩის ღია ჩვენება გაიმართება.

„უეფა-ს ერთა ლიგის პლეი ოფში საქართველოს ნაკრები სომხეთს დაუპირისპირდება. პირველი მატჩი 20 მარტს, ერევანში გაიმართება, ხოლო 23 მარტს, საქართველოს ნაკრები მეტოქეს „დინამო არენაზე" უმასპინძლებს. ტრადიციულად, მთელი შემართებით, დიდი ენერგიითa და გამარჯვების მოლოდინით უნდა ვუგულშემატკივროთ ჩვენს ეროვნულ ნაკრებს. მათ, ვინც მატჩს სტადიონზე ვერ დაესწრება, ვეპატიჟებით 20 მარტს, 21:00 საათზე, პირველი რესპუბლიკის მოედანზე, სადაც თბილისის მერიისა

და საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ორგანიზებით, მატჩის ღია ჩვენება დიდ ეკრანზე გაიმართება. ფეხბურთის ფედერაციას კიდევ ერთხელ მადლობას ვუხდი თანამშრომლობისთვის, ჩვენს ბიჭებს კი წარმატებებს და გამარჯვებებს ვუსურვებ", - განაცხადა თბილისის მერმა.

ამასთან, კახა კალაძის თქმით, პირველი რესპუბლიკის მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე იმუშავებს საკვები ობიექტები და ნაკრების ოფიციალური მაღაზია, სადაც საგულშემატკივრო ატრიბუტიკის შეძენა იქნება შესაძლებელი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×