რეზონანსი
12.03.2025

9 მილიონ ლარში იყო უამრავი ხარჯი, რომელიც პირად, ასევე გარემოცვის ფუფუნებას ემსახურებოდა, - განაცხადა ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის საქმესთან დაკავშირებით პროკურორმა გიორგი მუჯირმა.

მან აღნიშნა, რომ ეს ხარჯები არ ემსახურებოდა სახელმწიფოს ინტერესებს.

„სასამართლომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებში საფუძველზე დადასტურებულად მიიჩნია, რომ ბრალდებულმა მიხეილ სააკაშვილმა გაფლანგა სახელმწიფოს კუთვნილი სახსრები და ამ თანხების გამოყენება არ მომხდარა სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე.

9 მილიონ ლარში იყო უამრავი ხარჯი, რომელიც პირად, ასევე გარემოცვის ფუფუნებას ემსახურებოდა, იქნებოდა ეს სოფო ნიჟარაძის მოგზაურობისა თუ საჩუქრების ხარჯები, იქნებოდა ეს თიკა ბოკუჩავასთვის ნაჩუქარი მობილური ტელეფონი, იქნებოდა ეს საზღვარგარეთის საკურორტო ზონებში გადახდილი თანხები, თუ სხვა კიდევ უამრავი მსგავსი დანახარჯები, რაც ცალსახად და ერთმნიშვნელოვნად ემსახურებოდა მხოლოდ ფუფუნებას და არავითარ შემთხვევაში არ იყო ნაკარნახევი სახელმწიფო ინტერესებით", - განაცხადა პროკურორმა.

თბილისის საქალაქო სასამართლომ საბიუჯეტო თანხების გაფლანგვის საქმეზე ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა, სდსს-ს ყოფილ უფროსს, თეიმურაზ ჯანაშიას კი 300 ათას ლარიანი ჯარიმა დააკისრა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×