რეზონანსი
12.03.2025

გორში ავტოსაგზაო შემთხვევას 70 წალმდე ქალის სიცოცხლე ემსხვერპლა. "ინფო რუსთავის" ცნობით, შემთხვევის შედეგად დაშავდა კიდევ ერთი პირი, რომელიც სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟმა კლინიკაში გადაიყვანა.

როგორც ირკვევა, მსუბუქი ავტომობილი, რომელშიც 70 წლამდე ქალი იმყოფებოდა, გაჩერებულ სატრანსპორტო საშუალებას შეეჯახა.

საინფორმაციო სააგენტოს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, რომ პირი, რომელიც მსუბუქ მანქანას მართავდა, ადგილზე დააკავეს. მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით მიმდინარეობს.

ინფო რუსთავი

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×