რეზონანსი
11.03.2025

საფრანგეთის თავდაცვის მინისტრი სებასტიან ლეკორნუ აცხადებს, რომ საფრანგეთი უკრაინის დემილიტარიზაციის წინააღმდეგია.

ამის შესახებ მან პარიზში თავდაცვისა და სტრატეგიის ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, სადაც 30-ზე მეტი ქვეყნის შეიარაღებული ძალების მეთაურები არიან შეკრებილი.

საფრანგეთის თავდაცვის მინისტრის თქმით, უკრაინის არმია უსაფრთხოების მთავარ გარანტიად რჩება.

„დღეს ჩვენ განვიხილავთ მომავალს და როგორც პრიორიტეტს, ვფიქრობ, როგორი უნდა იყოს უკრაინის არმია მომავალში. ამგვარად, დავუბრუნდეთ პრინციპს, რომ უსაფრთხოების უპირველეს გარანტიად რჩება უკრაინის არმია, რომ ჩვენ უარს ვიტყვით უკრაინის დემილიტარიზაციის ნებისმიერ ფორმაზე", - აღნიშნა ლეკონრნუმ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×