რეზონანსი
11.03.2025

წლებია, ჯიმ რიში და ჯინ შაჰინი ანტიქართულად არიან განწყობილი! რატომ? - „დიფ სთეითის" წარმომადგენლები არიან ამერიკაში! - ასე ეხმაურება აშშ-ს სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში Megobari act-ის წარდგენას დეპუტატი გურამ მაჭარაშვილი.

მაჭარაშვილი იმასაც ამბობს, რომ „ეს ხალხი დონალდ ტრამპს, 70 მილიონ ამერიკელს და მათ მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას ეწინააღმდეგება, რომელმაც ტრამპი და მისი პოლიტიკა აირჩია".

„რა გასაკვირია, რომ ეს ხალხი საქართველოს წინააღმდეგ იყოს განწყობილი, მით უმეტეს, ბოლო სამი წელია, ისინი ხმალამოღებით იბრძვიან, რომ საქართველოში მეორე ფრონტი გაიხსნას. ამბობენ, რომ „ნაცმოძრაობა" ის ხელისუფლება იქნება, ვინც მეორე ფრონტს დაიწყებს. მათ უსამართლო განცხადებებზე აღარ ვსაუბრობთ. სამწუხაროდ, მათ დამოკიდებულებაში გასაკვირი არაფერია, მაგრამ ეს ხალხი - რიშიც და შაჰინიც თავად ტრამპისა და ამერიკელი ხალხის უმეტესობის წინააღმდეგი არიან. გასაკვირი არ არის, რომ ისინი საქართველოს წინააღმდეგ იყვნენ", - განაცხადა მაჭარაშვილმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×