რეზონანსი
11.03.2025

ჩვენ გვინდა, განვავითაროთ ურთიერთობა ევროკავშირთან, პერსპექტივით, რომელიც ორიენტირებულია სრული წევრობის მიზნებზე, - ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა.

თურქეთის პრეზიდენტის თქმით, ევროკავშირთან ქვეყნის ურთიერთობა ურთიერთპატივისცემასა და საერთო ინტერესებზე უნდა იყოს დაფუძნებული.

„კიდევ ერთხელ შევახსენებთ მათ, რომ ბოლო გასასვლელი ხიდის წინ არის თურქეთი. ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ ჩვენი ევროპელი მეგობრები გაიგებენ თურქეთის როლს სახეცვლილ სამყაროში და შესაბამისად განსაზღვრავენ სტრატეგიებს. მე მჯერა, რომ მას შემდეგ, რაც ეს გაგების ერთიანობა დამყარდება, თურქეთსა და ევროპას შორის ურთიერთობები სწრაფად აყვავდება ყველა სფეროში",- აღნიშნა ერდოღანმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×