რეზონანსი
11.03.2025

მიხეილ რამიშვილმა საქართველოს დატოვების შემდეგ პირველი კომენტარი გააკეთა და თქვა, რომ გადაწყვეტილება მისივე უსაფრთხოებიდან გამომდინარე მიიღო. 

"მზაობა იყო ჩემი გაჩუმების, ჩემი მოცილების" - აღნიშნა მიხეილ რამიშვილმა, რომელმაც ასევე თქვა, რომ უცხოეთში პოლიტიკური თავშესაფრის მოთხოვნას გეგმავს. 

„ეს უნდა მომხდარიყო ბრალის წაყენებით და მე არ შემიძლია დავთმო თავისუფლება...

ვერავინ ვერ წამართვეს სიტყვისა და აზრის და ქმედების თავისუფლებას და არც არავის არ დავუთმობ არასდროს. ვიქნები პროცესში ჩართული, რომ მივიღო პოლიტ დევნილის სტატუსი, რადგან მოგეხსენებათ ყველანაირი გზები გამოვნახე და ყველანაირად მქონდა ჩემი პოზიცია დაფიქსირებული, მაქვს და მექნება თუ რა შეხედულებები მაქვს ყველაფერთან. მიუხედავად ამისა შენ ძალიან დიდი საფრთხის წინაშე დგები და არ არის მარტო პატიმრობა.

ეს არ ნიშნავს, რომ მე წავედი იმ ბრძოლის ველიდან, რასაც თავისუფლება ჰქვია და რასაც სიტყვის და აზრის თავისუფლება ჰქვია. მე ბოლომდე დავრჩები", - ამბობს მიხეილ რამიშვილი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×