რეზონანსი
10.03.2025

სადაც ხორციელდება სრული სახელმწიფო ტერორი და სრული ჰიბრიდული მეთოდებით ყალბდება არჩევნები, არჩევნებში მონაწილეობას უბრალოდ აზრი არ აქვს, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე, თინა ბოკუჩავამ ჟურნალისტებს განუცხადა.

ის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას გამორიცხავს მანამ, სანამ სისტემა არ შეიცვლება და სამართლიანი თამაშის წესები არ დაწესდება.

„მაშინ, როდესაც ყოველთვის იმარჯვებს ის, ვინც ითვლის, ასეთ ე.წ. არჩევნებში მონაწილეობას, აზრი არ აქვს. არჩევნები რუსეთშიც ტარდება, მაგრამ იმარჯვებს ყოველთვის ის, ვინც ითვლის. ამიტომ არის მნიშვნელოვანი, რომ სისტემა შეიცვალოს, დაწესდეს სამართლიანი თამაშის წესები, სადაც იქნება სამართლიანი და კონკურენტუნარიანი გარემო და შემდეგ ქვეყანამ უნდა გააგრძელოს ნორმალური პოლიტიკური ცხოვრება. ამას ითვალისწინებს სწორედ არჩევნები. იმედი მაქვს, ოპოზიციური სპექტრი ერთიანი იქნება იმასთან დაკავშირებით, რომ ისეთ არჩევნებში შესვლა, სადაც ყოველთვის იმარჯვეს ის, ვინც ითვლის, სადაც არ არსებობს არცერთი დამოუკიდებელი სახელმწიფო ინსტიტუტი, სადაც ხორციელდება სრული სახელმწიფო ტერორი და სრული ჰიბრიდული მეთოდებით ყალბდება არჩევნები, ასეთ არჩევნებში მონაწილეობას უბრალოდ, აზრი არ აქვს“,-განაცხადა ბოკუჩავამ.

მისი თქმით, პარტიაში ამ თემასთან დაკავშირებით ყველა ერთიანია.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×