რეზონანსი
10.03.2025

გიორგი ბაჩიაშვილს სასამართლოზე მიმართვის უფლება წაართვეს. ქვეყნიდან საიდუმლო სპეცოპერაციით გასული ივანიშვილის მიალიარდების ყოფილი მმართველი დღეს ბოლო სხდომაზე ჩართვას დისტანციურად ითხოვდა, მაგრამ მოსამართლემ ისევ დაბლოკა.

ბიტკოინების საქმეზე განხილვა დასრულდა, ამიტომ არის მოლოდინი, რომ მოსამართლე გიორგი გელაშვილი დღესვე, თათბირის გარეშე წაიკითხავს განაჩენს.

ახლა საბოლოო სიტყვით სასამართლოს ბაჩიაშვილის ადვოკატი მიმართავს, რომელმაც დიდ ეკრაზნე იმის დამადასტურებელი  მტკიცებულები წარადგინა, რომ საქმე შეკერილია და ფინანსისტი ოლიგარქის ანგარიშსწორების მსხვერლია. 

აღსანიშნავია, რომ ბიტკოინების საქის დასრულებიტ ბაჩიაშვილის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივი დევნა არ წყდება. მის წინააღმდეგ კიდევ ორი საქმეა აღძღული - საუბარია საზღვრის უკანონო კვეთასა და მტკვარი ჰესის საქმეზე. 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×