რეზონანსი
10.03.2025

უკრაინის უმაღლესი რადის დეპუტატმა, ალექსეი გონჩარენკომ ქვეყნის მომავალთან დაკავშირებით „ტელეგრამის“ საკუთარ არხზე განვითარების სამი სავარაუდო სცენარის შესახებ დაწერა, რომელთაგან ერთი მშვიდობაა, მეორე - მარცხი, ხოლო მესამე - განადგურება და კაპიტულაცია.

„ახლა ჩვენ გვაქვს სამი ვარიანტი: მშვიდობა, მარცხი და განადგურება და კაპიტულაცია. სამწუხაროდ, ხელისუფლებას მეორე და მესამე ვარიანტისკენ მივყავართ“, - დაწერა გონჩარენკომ.

მან ასევე გაიხსენა რამდენიმე დღის წინ აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტზე, ჯეი დი ვენსზე უკრაინელი აქტივისტების თავდასხმა, როცა ის თავისი სამი წლის ქალიშვილთან ერთად სეირნობდა. „რას მივაღწევთ ვენსის სამი წლის გოგოზე თავდასხმით? ის საკუთარ პოზიციას შეცვლის და აშშ-ში არსებულ მთელ შეიარაღებას ჩვენ მოგვაწვდის?“ - დაწერა გონჩარენკომ.

მისი თქმით, ამერიკის გარეშე არაფერია შესაძლებელი. გონჩარენკომ მოუწოდა იმ ხალხს, ვინც აშშ-ში უკრაინის მხარდამჭერ მიტინგებს აწყობს, ჩამოვიდეს უკრაინაში. „თქვენ აქ უფრო გვჭირდებით“, - დასძინა უკრაინელმა დეპუტატმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×