რეზონანსი
09.03.2025

ბალტიისპირეთის საგარეო საქმეთა მინისტრები ჩამოვიდნენ და ჩვენს ახალგაზრდებს მოუწოდებენ, რომ სისხლი დაღვარონ და ძალისმიერი მეთოდებით გააკეთონ ის, რასაც უკარნახებს „ნაცმოძრაობა", კერძოდ განმეორდეს მეიდნის სცენარი. პირდაპირ ამბობენ ამას და სააკაშვილი გათავისუფლდესო, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, გიორგი ვოლსკიმ ბალტიისპირეთის ქვეყნების პოლიტიკოსების საქართველოში ვიზიტებზე საუბრისას გადაცემაში „იმედის კვირა".

„სააკაშვილმა ფაქტობრივად, პოლიტიკური მმართველობა მთლიანად გადააბარა ევროკავშირს, ამერიკის შეერთებულ შტატებს. საერთოდ უარი თქვა პოლიტიკურ მმართველობაზე, შესაბამისად წითელ ხალიჩაზე იყო მიწვეული, რუსეთის ინტერესები მნიშვნელოვნად დააკმაყოფილა. ბალტიისპირელები განსაკუთრებით მხარს უჭერენ. აღმოსავლეთ ევროპის ზოგიერთი ქვეყანა, განსაკუთრებით კიდევ პოლონეთი - ეს იყო შემადგენლობა, რომელიც სააკაშვილს ატარებდა ხელის გულზე. ესენი იყვნენ მისი ლობისტები", - აღნიშნა გიორგი ვოლსკიმ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×