რეზონანსი
09.03.2025

აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი ფიქრობს, რომ აშშ-უკრაინას შორის წიაღისეულის შეთანხმება გაფორმდება.

კერძოდ, კითხვაზე, ელის თუ არა, რომ უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი „დაბრუნდება" და დაასრულებს წიაღისეულის შეთანხმებას, დონალდ ტრამპმა Fox News-ს განუცხადა, რომ „დიახ. მე ასე მგონია. ვფიქრობ, ეს მოხდება".

„ჩვენ იქ ვართ 350 მილიარდი დოლარით. ბაიდენს ეს არასდროს არ უნდა გაეკეთებინა", - განაცხადა ტრამპმა.

ასევე, დონალდ ტრამპის თქმით, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ბაიდენის დროს „ფული წაიღო" ამერიკისგან, "როგორც ტკბილეული ბავშვისგან" .

„ეს იყო ბავშვისგან ტკბილეულის აღება, რაც მან გააკეთა. ის ჭკვიანი და მკაცრი ბიჭია და ბაიდენის დროს ამ ქვეყნიდან ფული ისე წაიღო, როგორც ტკბილეული ბავშვისგან. ასეთი მარტივი იყო. მე უბრალოდ, არ ვფიქრობ, რომ ის მადლიერია", - განაცხადა ტრამპმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×