რეზონანსი
09.03.2025

გერმანიის საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვებული „ქრისტიან-დემოკრატიული კავშირის" ლიდერმა, ფრიდრიხ მერცმა განაცხადა, რომ მას სურს მოლაპარაკება საფრანგეთთან და დიდ ბრიტანეთთან მათი ბირთვული იარაღის ერთობლივი გამოყენების შესახებ.

„ატომური იარაღის გაზიარება არის საკითხი, რომელზეც ჩვენ უნდა ვისაუბროთ... ჩვენ ბირთვული შეკავების თვალსაზრისით ერთად უნდა გავძლიერდეთ", - განაცხადა მერცმა რადიო Deutschlandfunk -ისთვის მიცემულ ინტერვიუში და დასძინა: „ჩვენ უნდა ვისაუბროთ ორივე ქვეყანასთან (საფრანგეთთან და ბრიტანეთთან)".

მისივე თქმით, უნდა შენარჩუნდეს „ასევე ამერიკული ბირთვული ფარი".

მიმდინარე კვირაში, ბრიუსელში გამართულ სამიტზე, ევროკავშირის ლიდერებმა მხარი დაუჭირეს თავდაცვაზე მეტი ხარჯების გაწევის გეგმას.

საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა განაცხადა, რომ რუსეთი საფრთხე გახდა საფრანგეთისთვისა და ევროპისთვის. მაკრონის თქმით, იგი მზად არის ფრანგული ბირთვული იარაღით ევროპელი მოკავშირეების დაცვის შესახებ დისკუსია გახსნას.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×