რეზონანსი
09.03.2025

ავსტრიაში მიმდინარე ძიუდოს გრანპრის დასკვნით დღეს ხუთი ქართველი სპორტსმენი - ტატო გრიგალაშვილი, გიორგი ჯაბნიაშვილი (ორივე 90კგ), იმედა გოგოლაძე (100კგ), გურამ თუშიშვილი და შალვა გურეშიძე (ორივე +100კგ) ასპარეზობდა.

მსოფლიო ჩემპიონმა და ოლიმპიური თამაშების ვიცე-ჩემპიონმა, გურამ თუშიშვილმა, რომელმაც დისკვალიფიკაციის შემდეგ პირველად იჭიდავა, ავსტრიის ტურნირზე მეორე გამარჯვება მოიპოვა და ნახევარფინალში გავიდა.

მსოფლიოს სამგზის ჩემპიონმა ტატო გრიგალაშვილმა იაპონელი ტოკუმოჩი გაფრთხილებებით დაამარცხა და ნახევარფინალში გასასვლელად იბრძოლებს.

შეგახსენებთ, რომ ავსტრიის გრანპრიზე საქართველოს ნაკრებმა ორი საშეჯიბრო დღე უმედლოდ დაასრულა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×