რეზონანსი
09.03.2025

რატომ არ ასაჯაროებს ISFED- ი წინასწარი კვლევის შედეგებს, ამას პასუხი 2020 წლის არჩევნებზე გაეცა, თუ რა პოლიტიკურ ძალასთან, პოლიტიკურად ანგაჟირებულ ე.წ. „ენჯეოსთან" გვქონდა საქმე. მათი იმიჯი 2020 წლის არჩევნებიდან ცნობილია საზოგადოებისთვის, - განაცხადა საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების" თავმჯდომარის პირველმა მოადგილე ირაკლი კირცხალიამ ISFED- ის მიერ პროკურატურისთვის საპარლამენტო არჩევნების „პივიტის" დოკუმენტების გადაცემის გაჭიანურებასთან დაკავშირებით.

„ერთია საჯარო სივრცეში გააზიარებს თუ არა ესა თუ ის არასამთავრობო ორგანიზაცია რაღაც დასკვნას, ეს მათ იმიჯზე მოქმედებს და მეორეა, როდესაც პროკურატურა ითხოვს შენგან გასაჯაროებას და ინფორმაციის მიწოდებას. ეს უკვე სამართლებრივი საკითხია", - აღნიშნა ირაკლი კირცხალიამ.

საპარლამენტო არჩევნების ხმების პარალელური დათვლის შედეგებს სამართლიანი არჩევნები პროკურატურას არ უგზავნის. დამატებითი დრო, რომელიც ISFED-მა ითხოვა, გადის. მმართველ გუნდში დარწმუნებულები არიან, რომ ორგანიზაცია შედეგებში ცვლილებების შეტანას ცდილობს. სახელისუფლებო პარტიაში აცხადებენ, რომ მათ დავალებული აქვთ შედეგების გაყალბება.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×