რეზონანსი
09.03.2025

ჩინეთის, ირანის და რუსეთის სამხედრო-საზღვაო ძალები მარტში ერთობლივ წვრთნებს ჩაატარებენ, - ინფორმაციას სააგენტო Xinhua ჩინეთის თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.

უწყების ცნობით, სწავლება, სახელწოდებით „უსაფრთხოების სარტყელი-2025", დაგეგმილია ირანის ჩაბაჰარის პორტის მახლობლად მდებარე ტერიტორიებზე.

სწავლების გეგმა მოიცავს წვრთნებს საზღვაო დარტყმის სამიზნეებზე, დაზიანების კონტროლს, ასევე, ერთობლივ სამძებრო-სამაშველო სამუშაოებს.

ჩინეთის თავდაცვის სამინისტროს განმარტებით, წვრთნების მიზანია, სამხედრო ურთიერთნდობის გაძლიერება და მონაწილე ქვეყნების სამხედრო-საზღვაო ძალებს შორის პრაგმატული თანამშრომლობის გაღრმავება.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×