რეზონანსი
09.03.2025

რადიკალური ოპოზიციის რეიტინგი პრაქტიკულად განულებულია. ისინი უფრთხიან ყველა არჩევნებს, სადაც სადაც მათი დაბალი რეიტინგი კვლავ გამოვლინდება, - განაცხადა საპროცედურო საკითხთა და წესების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ, დავით მათიკაშვილმა.

„რადიკალური ოპოზიციის რეიტინგი პრაქტიკულად განულებულია. ისინი უფრთხიან ყველა არჩევნებს, სადაც სადაც მათი დაბალი რეიტინგი კვლავ გამოვლინდება. თუ ისინი [ოპოზიცია] უარს იტყვიან არჩევნებში მონაწილეობაზე, ამის ახსნა იქნება სწორედ ეს. ვითომ პრინციპული განცხადებები ხშირად იცვლება უპრინციპო რადიკალების მხრიდან. იგივე პუფების თემას გაგახსენებთ. ერთმანეთს პუფებს ეძახდნენ და მერე ერთმანეთს ასწრებდნენ პარლამენტში შესვლაზე რადიკალები. არც ისაა გამორიცხული, რომ არჩევნების თარიღამდე რიგი დადგეს ცესკო-ში რადიკალების მიერ დასარეგისტრირებლად“, - აღნიშნა მათიკაშვილმა.

5 მარტს ცნობილი გახდა საპარლამენტო არჩევნებში ბარიერგადალახული 4 ოპოზიციური პარტიის გადაწყვეტილება, მონაწილეობა არ მიიღონ თვითმმართველობის ორგანოების არჩევნებში, რომელიც ოქტომბერში გაიმართება. ერთადერთი ოპოზიციური პარტია, რომელიც არჩევნებში მონაწილეობას აპირებს, „გირჩია".

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×