რეზონანსი
09.03.2025

შესაძლოა, იმის ნახევარიც არ ვიცით, რა ინფორმაციასაც ფლობს ტრამპის ადმინისტრაცია, მაგრამ ის, რაც სააშკარაოზე გამოვიდა, და რამაც ნახა დღის შუქი და არა მხოლოდ ამერიკისთვის, არამედ მთელი მსოფლიოსთვის, ეს უკვე გამაოგნებელია, - განაცხადა საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილე ირაკლი კირცხალიამ არასამთავრობო ორგანიზაციების კუთხით არსებულ პრობლემებზე საუბრისას.

„ეს არის მათი შიდა პოლიტიკა, ეს იყო მათი ფული, მათი გადამხდელების გადასახადები, ასე რომ დავაკვირდეთ მოვლენებს. ლოგიკური ეჭვი მაქვს და

მოსაზრება, რომ ძალიან მალე ვნახავთ კონკრეტულ სამართლებრივ შეფასებებსაც ამა თუ იმ მიმართულებით დაფინანსებების კუთხით და პროგრამების კუთხით“, - აღნიშნა დეპუტატმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×