
გიორგი ჩიკვაიძის სახლში უცნობი პირები შეიჭრნენ. ბიზნესმენის თქმით, მისი გამოჩენისთანავე უცხო პირები გაიქცნენ.
ჩიკვაიძე ეჭვობს, რომ აღნიშნული ტერორი მხოლოდ მასზე თვალთვალს არ ემსახურება და დანაშაულებრივი ჯგიფები, სავარაუდოდ, რაღაცას ეძებენ ან გეგმავენ. მისი განმარტებით, რაკიღა იცოდა, რომ მისი ტელეფონი ისმინებოდა, სატელეფონო საუბრისას განგებ თქვა, რომ სახლის კარი ღია დარჩა, ხოლო ვიდეოსათვალთვალი კამერები თითქოს გათიშული იყო, რაზეც ნერვიულობდა. სწორედ ამ ფაქტის შემდეგ უცნობი პირები ჩიკვაიძემ მის სახლში გამოიჭირა.
მოკლედ, ბოლო 24 საათის ამბები იცით, მაგრამ რაც ეხლა ხდება ყოველგვარ ზღვარს გასცდა, მათი ქმედებებიდან გამომდინარე ვხვდები, რომ ეს ყველაფერი მხოლოდ თვალთვალს არ ემსახურება ისინი რაღაცას გეგმავენ და ეძებენ, ეხლახანს ვიცით რა რომ გვისმენენ მოვატყუეთ და გვქონდა სატელეფონო საუბარი ერთმანეთში, რომ თითქოს სახლიდან გამოვედი კარი არ დამიკეტავს, რადგან ვერ ვიპოვე გასაღები და იმავე საუბარში აღვნიშნე, რომ სახლის უკანა მხარეს კამერები გათიშულია და ამაზე ძალზე ვნერვიულობდი, ეს გოიმები ამას წამოეგნენ და დაახლოებით 15-20 წუთში სახლში შემოვიდნენ, რა დროსაც ჩვენ თავზე დავადექით. ისინი ყაჩაღებივით გაიქცნენ, ავედევნეთ და დანარჩენი თავად ნახეთ ამ ვიდეოში. ეს ადამიანები ჩემთვის არიან რიგითი დამნაშავეები, რადგან უკანონოდ კვეთენ ჩემი სახლის ტერიტორიას და მე არ ვიცი ისინი ვინ არიან, - წერს ჩიკვაიძე.
შეგახსენებთ, რომ ბოლო რამდენიმე დღეა გიორგი ჩიკვაიძე მასზე ადევნებების და თვალთვალის შესახებ აქტიურად საუბრობს. გუშინ საღამოს ბიზნესმენმა გამოქვეყნა პოსტი, სადაც დაწერა, რომ მას 14 ავტომობილი და 29 პირი დაჰყვებოდა.