რეზონანსი
09.03.2025

„ჩემი Starlink სისტემა უკრაინული არმიის ხერხემალია, რომ გამომერთო, მათი ფრონტი სრულად ჩამოინგრეოდა“, - ამის შესახებ აშშ-ის მთავრობის ეფექტიანობის დეპარტამენტის ხელმძღვანელი და ამერიკელი  მილიარდერი ილონ მასკი სოციალურ ქსელში წერს. 

მისი თქმით, უკრაინაში მიმდინარე ომი უნდა შეჩერდეს და მშვიდობა უნდა დამყარდეს.

„მე პუტინი უკრაინისთვის ერთი ერთზე ფიზიკურ ბრძოლაში გამოვიწვიე და ჩემი Starlink სისტემა უკრაინული არმიის ხერხემალია. რომ გამომერთო, მათი ფრონტი სრულად ჩამოინგრეოდა.

რაც მაწუხებს არის ჩიხში შესული ხოცვა, რასაც უკრაინა გარდაუვალად წააგებს. ნებისმიერს, ვისაც ეს ნამდვილად ადარდებს, ნამდვილად ფიქრობს და ესმის, სურს, რომ ხორცსაკეპი შეჩერდეს. მშვიდობა ახლავე!!“- წერს ილონ მასკი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×