რეზონანსი
09.03.2025

საფრანგეთი უკრაინას 195 მილიონი ევროს ღირებულების სამხედრო დახმარებას გაუწევს, – ამის შესახებ უკრაინული მედია წერს. როგორც ცნობილია, საფრანგეთი ამ დახმარებას გაყინული რუსული აქტივებიდან მიღებული პროცენტების ხარჯზე გადაიხდის.

საფრანგეთის თავდაცვის მინისტრმა, სებასტიან ლეკორნუმ განაცხადა, რომ საფრანგეთი უკრაინას მიაწვდის 155 მმ კალიბრის საარტილერიო ჭურვებსა და AASM ავიაბომბებს Mirage 2000 გამანადგურებლებისთვის.

გარდა ამისა, საფრანგეთი დააჩქარებს AMX-10RC მსუბუქი ტანკებისა და VAB ჯავშანტრანსპორტიორების გადაცემას.

ასევე, ქვეყანა გაზრდის სამხედრო ტექნიკის წარმოებას როგორც უკრაინის, ისე საკუთარი სამხედროების მხარდასაჭერად.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×