რეზონანსი
09.03.2025

სანდრო ქინქლაძის შემდეგ ქვეყანა კიდევ ერთმა აქტივისტმა, ვახო სებისკვერაძემაც დატოვა. მან ქვეყნიდან წასვლა მისი და მისი ოჯახის უსაფრთხოებიდან გამომდინარე გადაწყვიტა, რადგან ცხადი იყო, რომ მასზე უწყვეტი თვალთვალი და ადევნება ხორციელდებოდა.  

"იძულებული გავხდი, ჩემს მეუღლესთან ერთად დაეტოვებინა ქვეყანა, რადგან ბოლო პერიოდში უკვე აშკარად ხდებოდა თვალთვალი, ადევნება. ეს ხდებოდა, დაახლოებით, სასტიკი ღამეების პერიოდიდან გამომდინარე. მაგ პერიოდშიც მომიწია 3-4 დღით ქალაქიდან გასვლა, ცოტა რომ გავრიდებოდი ამ გარემოს, თუმცა დაბრუნების შემდეგ ისევ გაგრძელდა, ბოლო პერიოდში განსაკუთრებით. თითქმის ყოველდღიურად ხდებოდა ან სამსახურის შემდეგ რომ მოვდიოდი გვიან პერიოდში "შკოდებით" გამოყოლა. რამდენჯერმე შევამოწმე კიდეც, რომ ხომ ნამდვილად მე მომყვებოდნენ და დადასტურდა კიდეც ეს ფაქტი ჩემი შემოწმებებით. მუქარა, დარეკვები არ ყოფილა, ტუმცა ფაქტი იყო, რომ შკოდები, რომლებიც ყოველ საღამოს მაცილებდნენ, აშკარად იყო, ჩემზე ახდენდნენ დევნას, ამიტომ ეს ყველაფერი სახიფათო იყო ჩემი ოჯახისთვის და ჩემთვის", - განუცხადა აქტივისტმა "ტვ პირველს".

სებისკვერაძე თანამებრძლებს უწყვეტი ბრძოლისთვის მადლობას უხდის და მათ გამძლეობას უსურვებს.  

"მადლობა ყველაფრისთვის, რასაც აკეთებენ. მე მალე დავბრუნდები, იქამდე კი გამძლეობას ვუსურვებ და კიდევ ერთხელ მადლობა მათ ამ ყველაფრისთვის", - თქვა სებისკვერაძემ. 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×