რეზონანსი
09.03.2025

თბილისში ბინის ქირა გაიაფდა. „თიბისი კაპიტალის“ უძრავი ქონების ბაზრის კვლევის მიხედვით, 2025 წლის იანვარში წლიურად 12%-ით არის შემცირებული ფასები.უფრო კონკრეტულად, მიმდინარე წლის იანვარში საცხოვრებელი ბინის საშუალო გასაქირავებელი ფასი 1კვ/მ-ზე 10.7 დოლარს შეადგენდა. ეს კი მაშინ, როცა 2024 წლის იანვარში ფასი 12 დოლარს აღწევდა.

რაც შეეხება გაყიდვებს, იანვარში საცხოვრებელი ბინების ტრანზაქციები 6%-ით შემცირდა და 2 796 შეადგინა. ამავე პერიოდში საშუალო გასაყიდი ფასი 1 კვ/მ-ზე 1 223 დოლარს შეადგენდა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×