რეზონანსი
08.03.2025

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილე ლევან მაჭავარიანი ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის განცხადებას გამოეხმაურა, რომელშიც ნათქვამია, რომ კომიტეტი მწუხარებას გამოთქვამს „ოჯახური ფასეულობებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ კანონის მიღების გამო და ხელისუფლებას მისი გაუქმებისკენ მოუწოდებს.

ლევან მაჭავარიანის თქმით, საქართველოს ხელისუფლება ევრობიუროკრატებს „აბსურდის თეატრში“ არ აჰყვება და ეროვნულ, ტრადიციულ ღირებულებებს დაიცავს. 

„რამდენიც უნდათ, გააგრძელონ ევრობიუროკრატებმა იმასთან დაკავშირებით საუბარი, რომ ეს კანონი თითქოს ეწინააღმდეგება დემოკრატიულ სტანდარტებს, თუ ღირებულებებს. ეს არის აბსურდი. ამ აბსურდის თეატრში ჩვენ მათ ვერ ავყვებით, რა თქმა უნდა. თავის ქვეყნებში რაც უნდათ, ის აკეთონ. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ის ჩვენი ეროვნული, ტრადიციული ღირებულებები და ამაში ხელს ვერავის შევაშლევინებთ, რომ ეს ასე გაგრძელდეს. ჩვენთან ყოველთვის კაცი იქნება კაცი და ქალი იქნება ქალი“, - განაცხადა ლევან მაჭავარიანმა. 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×