რეზონანსი
08.03.2025

შპს „თბილსერვის ჯგუფის“ დირექტორი გიორგი პაპავა დასუფთავების დეპარტამენტის თანამშრომელ ქალებს შეხვდა, ქალთა საერთაშორისო დღე მიულოცა და გაწეული შრომისთვის მადლობა გადაუხადა.

„გილოცავთ 8 მარტს, ამ შესანიშნავ დღეს! განსაკუთრებით მინდა მივულოცო „თბილსერვის ჯგუფის“ თანამშრომელ ქალებს, რომლებიც დიდ ძალისხმევას დებენ ყოველდღიურ საქმიანობაში და მუდმივად ზრუნავენ დედაქალაქზე. დღეს შევხვდით დასუფთავების დეპარტამენტის თანამშრომელ ქალებს, რომლებიც გამორჩეულები არიან შრომითა და მონდომებით თავიანთ რაიონულ სამსახურებში“, - აღნიშნა გიორგი პაპავამ.

შეხვედრაზე „თბილსერვის ჯგუფის“ დირექტორმა, დასუფთავების დეპარტამენტის ხელმძღვანელებთან ერთად, ქალებს სიმბოლური საჩუქრები გადასცა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×