რეზონანსი
08.03.2025

ჩვენ უკვე 300-ზე მეტ საერთაშორისო სპორტსმენს ვუმასპინძლებთ ჩვენს სათხილამურო კურორტებზე. მიმდინარე შეჯიბრიც ძალიან წარმატებულია ჩვენი ქვეყნისთვის, - განაცხადა ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ მარიამ ქვრივიშვილმა ჟურნალისტებთან.

მინისტრის მოადგილე გუდაურში იმყოფება, სადაც მსოფლიო თასის მესამე ეტაპი იმართება სნოუბორდ კროსში.

„ჩვენ უკვე 300-ზე მეტ საერთაშორისო სპორტსმენს ვუმასპინძლებთ ჩვენს სათხილამურო კურორტებზე. მიმდინარე შეჯიბრიც ძალიან წარმატებულია ჩვენი ქვეყნისთვის. ძალიან დადებითი შეფასებები მიიღო ჩვენმა ქვეყანამ, მთის ტრასების სააგენტომ, ფედერაციამ შესრულებული საქმისთვის, რამაც განაპირობა ჩემპიონატის ძალიან მაღალი ხარისხით ჩატარება", - აღნიშნა ქვრივიშვილმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×