რეზონანსი
08.03.2025

უნგრეთის პრემიერ მინისტრის, ვიქტორ ორბანის განცხადებით, უნგრეთი და ამერიკის შეერთებული შტატები ეკონომიკურ თანამშრომლობის პაკეტზე შეთანხმდებიან, რომელიც დაეხმარება ქვეყნის ეკონომიკას და შესაძლოა, შეცვალოს აშშ-ის ტარიფების ეფექტი. ინფორმაციას ამის შესახებ „როიტერი" ავრცელებს.

უნგრეთის პრემიერ-მინისტრის თქმით, ასეთი ეკონომიკური შეთანხმება უნგრეთს დაეხმარება მაშინაც კი, აშშ-სა და ევროკავშირს შორის თუ სავაჭრო ომი დაიწყება.

„სავაჭრო ომში უნგრეთს ზიანი მიადგება ისევე, როგორც ევროკავშირის ყველა წევრ ქვეყანას. ჩვენ ჯერ არ ვიცით მისი მასშტაბები, მაგრამ შეგვიძლია, დარწმუნებული ვიყოთ, რომ ეს მოხდება", - განაცხადა ორბანმა უნგრეთის სავაჭრო-სამრეწველო პალატის ყოველწლიურ კონფერენციაზე.

როგორც ორბანმა აღნიშნა, უნგრეთს აქვს კარგი შანსი, ვაშინგტონთან შეთანხმებას მიაღწიოს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×