რეზონანსი
08.03.2025

კოალიცია „ძლიერი საქართველოს" წევრი, ლანა გალდავა ანაკლიის პორტის შესახებ მამუკა ხაზარაძის განცხადებაზე განმარტებას აკეთებს.

მისი განცხადებით, ძირითადი აქცენტი დასავლურ ინვესტიციაზე უნდა გაკეთდეს, რადგან საქართველოსთვის მნიშვნელოვანია, რომ წიაღისეული ცენტრალური აზიიდან დასავლეთის ბაზარზე საქართველოს გავლით გავიდეს.

„საჭიროა, გათვალისწინებული იყოს ცხადია, საქართველოს ინტერესი, საჭიროა, რომ ძირითადი აქცენტი გაკეთდეს დასავლურ ინვესტიციაზე, მითუმეტეს, რომ ამ ქვეყნიდან გააძევეს და ექსპროპრიაცია გაუკეთეს ამერიკელ ინვესტორებს. საჭიროა, ცენტრალური აზიის წიაღისეული საქართველოს გავლით, ანაკლიის პორტისა და ქალაქ ანაკლიის გავლით გავიდეს დასავლურ ბაზრებზე. დასავლური ბაზრების ათვისება, ცენტრალური აზიის დამაკავშირებელი ხიდობა არის ჩვენი ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი," - აცხადებს ლანა გალდავა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×