რეზონანსი
08.03.2025

საქართველოში მიწისძვრა მოხდა. სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის პირველადი მონაცემებით, მიწისძვრის ეპიცენტრი თიანეთიდან, ჩრდილო-აღმოსავლეთით, 31 კილომეტრში, სოფელ უკანაფშავში იყო.

მათივე მონაცემებით, ბიძგები თბილისის დროით 15:28 საათზე დაფიქსირდა.

მიწისძვრის სიძლიერემ 4.0 მაგნიტუდა შეადგინა.

დღეს, დილით 5.1 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა სომხეთშიც, საქართველოს საზღვრიდან 45 კილომეტრში. მიწისძვრის ბიძგები საქართველოშიც იგრძნობოდა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×