რეზონანსი
08.03.2025

იმ შემთხვევაში, თუ თეირანი ბირთვულ პროგრამასთან დაკავშირებით შეთანხმებაზე არ წამოვა, შედეგებს უახლოეს ხანებში იხილავს, - განუცხადა ჟურნალისტებს ოვალურ კაბინეტში აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა.

მისი თქმით, ირანთან დაკავშირებით მძიმე სიტუაციაა, რომელიც სასურველია შეთანხმებით მოგვარდეს, რადგანაც არსებობს პრობლემის გადაჭრის სხვა გზაც.

დონალდ ტრამპმა ირანის სულიერ ლიდერს, აიათოლა ალი ხამენეის წერილი გაუგზავნა, რომელშიც იმედი გამოთქვა, რომ ირანი ბირთვულ შეთანხმებასთან დაკავშირებით მოლაპარაკებას დათანხმდება.

„ძალიან საინტერესო დღეები გვაქვს წინ. არ შეგვიძლია დავუშვათ, რომ მათ ბირთვული იარაღი ჰქონდეთ. ძალიან მალე რაღაც მოხდება. ვვარაუდობ, რომ მალე ილაპარაკებთ ამაზე. იმედია სამშვიდობო შეთანხმება გვექნება ირანთან. არ ვლაპარაკობ ძალაზე ან სისუსტეზე. იმას ვამბობ, რომ მირჩევნია სამშვიდობო შეთანხმების ნახვა, ვიდრე სხვა რამის", - განაცხადა ტრამპმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×