რეზონანსი
08.03.2025

7 თვე ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებამდე - ოპოზიციის დიდი ნაწილი 2025 წლის არჩევნებში მონაწილეობას არ აპირებს.

„ქართული ოცნების" წევრი, დავით მათიკაშვილი აცხადებს, რომ არაა გამორიცხული, ოპოზიციურმა პარტიებმა თავიანთი გადაწყვეტილება შეცვალონ და არჩევნებში მონაწილეობა მიიღონ.

„ურეიტინგო და ხელმოცარული რადიკალური ოპოზიცია მიიღებს თუ არა მონაწილეობას თვითმმართველობის არჩევნებში, შედეგი, ფაქტობრივად, ერთი იქნება - მათ არანაირი ნდობა არ აქვთ საზოგადოების და თუკი ისინი არ მიიღებენ მონაწილეობას არჩევნებში, მხოლოდ ერთადერთი მიზეზით - კიდევ ერთხელ არ გამოაშკარავდეს ის უნდობლობა, რომელიც რადიკალების მიმართ საზოგადოებას აქვს. თუმცა, ჩვენ ბევრჯერ გვინახავს მათი ვითომ პრინციპული გადაწყვეტილებები, რომელიც ძალიან მალე შეცვლილა, ამიტომ ნურც იმას გამოვრიცხავთ, რომ თვითმმართველობის არჩევნებისთვის ცესკოში რიგი დადგეს ოპოზიციური პარტიების იქ დასარეგისტრირებლად," - განაცხადა დავით მათიკაშვილმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×