რეზონანსი
07.03.2025

უნდა ვიცოდე, რომ უკრაინას დარეგულირება სურს, თუ მათ არ სურთ დარეგულირება, ჩვენ გავდივართ, - განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა.

„ჩვენ გვინდა, რომ ისინი შეთანხმდნენ, და ამას ვაკეთებ, რათა სიკვდილი შევაჩერო. ეს ყველაფერი შეიძლება მესამე მსოფლიო ომამდე მივიდეს. თუ შეთანხმება ვერ შედგება, ეს მართლაც შეიძლება მესამე მსოფლიო ომად გადაიქცეს“, - აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა.

„ვფიქრობ, მე რომ პრეზიდენტი არ ვყოფილიყავი, ამ ომს დარეგულირების შანსი არ ექნებოდა. ნულოვანი შანსი იქნებოდა ამის. მაგრამ ვფიქრობ, ჩვენ მივაღწევთ მის დარეგულირებას და დასასრულს. ჩვენ უნდა შევაჩეროთ იგი“, - დასძინა მან.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×