რეზონანსი
07.03.2025

ასეთ განცხადებებს არაფერი საერთო კონკრეტულ საქმეებთან და ადამიანის უფლებების დაცვასთან არ აქვს, ისევე როგორც ამ პროპაგანდას სინამდვილეში არაფერი აქვს საერთო ადამიანის უფლებების დაცვასთან, - განაცხადა პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, რატი იონათამიშვილმა ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტის განცხადების კომენტირებისას, რომელიც პარლამენტის მიერ მიღებულ ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის კანონს ეხებოდა.

მისივე თქმით, ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტის აღნიშნული რეზოლუცია წარმოადგენს დღის წესრიგის თავზე მოხვევის მცდელობას.

„ასეთ განცხადებებს არაფერი საერთო კონკრეტულ საქმეებთან და ადამიანის უფლებების დაცვასთან არ აქვს, ისევე როგორც ამ პროპაგანდას სინამდვილეში არაფერი აქვს საერთო ადამიანის უფლებების დაცვასთან, არამედ პირიქით, არის იმ დღის წესრიგის თავზე მოხვევის მცდელობა, რომელზეც საქართველომ უარი თქვა, უარი თქვა აშშ-მა და დარწმუნებული ვარ, კოლექტიურ ბრიუსელშიც მივა ეს ლოგიკური სვლა“, - აღნიშნა იონათამიშვილმა.

ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტმა საქართველოს შესახებ დროებითი რეზოლუცია მიიღო, სადაც დაგმობილია პარლამენტის მიერ ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ კანონი.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×