რეზონანსი
07.03.2025

ის გზა, რაც მათ აირჩიეს, ლოგიკურად მიიყვანს საერთოდ არჩევნების გარეთ მდგომ „პოლიტიკურ ძალებამდე“, - განაცხადა რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ, საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ქადაგიშვილმა რადიკალურ ოპოზიციაზე საუბრისას.

მან ისაუბრა, თუ რა შანსი აქვს ოპოზიციას თვითმმართველობის არჩევნებში.

„დღეს ისინი პოლიტიკურადაც, სამართლებრივადაც და მორალურადაც გაკოტრებულები არიან. ამიტომ, მათ არ გააჩნიათ არანაირი პოლიტიკური ძალა იმისთვის, რომ ადგილობრივ თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობა მიიღონ.

ისიც კარგად იციან, რომ მიიღონ მონაწილეობა, დამარცხდებიან კიდევ უფრო მძიმედ, ვიდრე ეს მარცხი იყო საპარლამენტო არჩევნების დროს.

ის გზა, რაც მათ აირჩიეს, ლოგიკურად მიიყვანს მათ საერთოდ არჩევნების გარეთ მდგომ „პოლიტიკურ ძალებამდე“, - აღნიშნა ქადაგიშვილმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×