რეზონანსი
06.03.2025

რუსეთი კვლავ ითხოვს საქართველოსგან ოკუპირებულ რეგიონებთან "საზღვრის დელიმიტაციას" და საქართველოს მიერ "ძალიან არგამოყენებაზე" ვალდებულებას.

ამის შესახებ განცხადებას რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო 4-5 მარტის ჟენევის ფორმატში შეხვედრების შემდეგ ავრცელებს.

"რეგიონში საერთო ვითარების შემდგომ გაჯანსაღებას ხელს შეუწყობდა საქართველო-აფხაზეთისა და საქართველო-სამხრეთ ოსეთის სახელმწიფო საზღვრების დელიმიტაციის პროცესის რაც შეიძლება სწრაფად დაწყება მათი შემდგომი დემარკაციით", - განაცხადეს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში, რომელსაც სახელმწიფო გამოცემა TASS-ი ციტირებს.

ასევე, რუსეთის საგარეო უწყებამ მონაწილეებს ყურადღება გაამახვილებინა "საქართველოს გასული წლის წინასაარჩევნო კამპანიის დროს ამ ქვეყნის უმაღლესი ხელმძღვანელობის პირებისგან აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთთან დაკავშირებით გაჟღერებული შემრიგებლური განცხადებებზე".

"ხაზგასმულია დაანონსებული ზრახვების ხელახლა დადასტურების მნიშვნელობა... და ასევე, მათი ტრანსფორმაცია კონკრეტულ პრაქტიკულ ნაბიჯებში, უპირველეს ყოვლისა, იურიდიულ ვალდებულებებში საქართველოს მიერ აფხაზეთის რესპუბლიკისა და სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის წინააღმდეგ ძალის არგამოყენების თაობაზე შესაბამისი შეთანხმების ფორმით", - ნათქვამია განცხადებაში.

რუსეთის საგარეო უწყების თქმით, ოკუპირებული რეგიონებიდან იძულებით გადაადგილებული პირებისა და დევნილების შესახებ გაეროს გენერალურ ასამბლეაში საქართველოს მიერ ყოველ წელს შეტანილი რეზოლუცია "სერიოზულ გამაღიზიანებლად" რჩება.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×