რეზონანსი
06.03.2025

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის თქმით, უკრაინაში ევროპის ქვეყნების სამშვიდობო ძალების განლაგება ნიშნავს რუსეთთან ომში ნატო-ს პირდაპირ ჩართვას.

ამის შესახებ სერგეი ლავროვმა პრესკონფერენციაზე განაცხადა.

ლავროვი საპასუხო ზომებითაც დაიმუქრა და აღნიშნა, რომ „მოსკოვი არ აპირებს, ამგვარი ქმედებების დამკვირვებლად დარჩეს“.

„ჩვენ კატეგორიულად არ ვაპირებთ ამგვარი ქმედებებზე დაკვირვებას. ეს ნიშნავს უკვე არა ვითომ ჰიბრიდულ, არამედ პირდაპირ, ოფიციალურად, დაუფარავად ნატო-ს ქვეყნების ჩართვას რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ ომში. ამის დაშვება შეუძლებელია“, – თქვა ლავროვმა.

ლავროვის განცხადებით, დარწმუნებულია, რომ მაკრონისა და დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის, კირ სტარმერის წინადადება უკრაინაში ერთი თვით ცეცხლის შეწყვეტის შესახებ ჰაერში, ზღვაზე და ენერგეტიკაში, „მიზნად ისახავს უკრაინაში ევროპული ჯარების განლაგებას“.

„მაკრონი და სტარმერი როგორ აღწერენ თავიანთ გეგმებს? ამბობენ, რომ საჭიროა, ერთი თვით შეჩერდეს საბრძოლო მოქმედებები, სულ მცირე, ჰაერში, ზღვაზე და ენერგეტიკის ობიექტებთან მიმართებაში და ამ ერთი თვის განმავლობაში იქ ჯარები განლაგდეს, პარალელურად მშვიდობის პირობების შეთანხმებით. მაგრამ თუ შენ ჯარები შეიყვანე ტერიტორიაზე, მაშინ შენ ალბათ აღარ მოისურვებ რაიმე პირობების შეთანხმებას, რადგან შენ ფაქტებს ქმნი ადგილზე“, – აღნიშნა ლავროვმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×