რეზონანსი
06.03.2025

რუმინეთში სახელმწიფო გადატრიალების მცდელობის ბრალდებით, 6 ადამიანი დააკავეს. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

სააგენტოს ცნობით, ეჭვმიტანილებმა 2023 წელს ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფი შექმნეს, რომელსაც რუმინეთის სახელმწიფო სუვერენიტეტი და თავდაცვითი შესაძლებლობები უნდა დაეზიანებინა.

როგორც რუმინეთის ორგანიზებული დანაშაულისა და ტერორიზმის საგამოძიებო დირექტორატში განმარტეს, ოპერაციის მთავარი მიზანი, ქვეყანაში კონსტიტუციური წესრიგის დამხობა და ახალი მთავრობის დანიშვნა იყო.

ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ეჭვმიტანილები რუსეთთან იყვნენ დაკავშირებულნი. ერთ-ერთი ბრალდებული 101 წლის რუმინული არმიის გადამდგარი გენერალ-მაიორია. სამართალდამცველებმა მისი სახლიც გაჩხრიკეს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×