რეზონანსი
06.03.2025

ბევრი ფაქტორის ერთობლიობა განსაზღვრავს ამ ეტაპზე მათ [ოპოზიციის] უარს, - განაცხადა ევროპასთან ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ ლევან მახაშვილმა.

დეპუტატი თვითმმართველობის არჩევნებზე ოპოზიციის არმონაწილეობას გამოეხმაურა.

„ბევრი ფაქტორის ერთობლიობა განსაზღვრავს ამ ეტაპზე მათ [ოპოზიციის] უარს. პირველი ეს არის ის, რომ „ქართულ ოცნებასთან“ რეალურ კონკურენციაში შევლენ. მეორე - საარჩევნო კამპანიაში შესვლით მოუწევთ მოსახლეობის ძალიან რთულ კითხვებზე პასუხების გაცემა. კითხვებზე, რომელიც უკავშირდება უკრაინაში ომს და ნაბიჯებს, თუ რისკენ უბიძგებდნენ ქვეყანას“, - აღნიშნა მახაშვილმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×