რეზონანსი
06.03.2025

რუსეთმა აშშ-ში ახალი ელჩი დანიშნა. ელჩის თანამდებობა ალექსანდრ დარჩიევმა დაიკავა, რომელიც მანამდე რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ჩრდილოეთ ატლანტიკის დეპარტამენტის დირექტორად მუშაობდა.

შესაბამის განკარგულებას ვლადიმერ პუტინმა ხელი დღეს მოაწერა.

როგორც რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელმა სერგეი ლავროვმა განაცხადა, შეთანხმება შტატებსა და რუსეთს შორის ელჩების სწრაფ დანიშვნასთან დაკავშირებით, 18 თებერვალს საუდის არაბეთში რუსეთ-ამერიკის მოლაპარაკებებზე შედგა.

რუსეთის წინა ელჩმა შეერთებულ შტატებში, ანატოლი ანტონოვმა, მისია ვაშინგტონში 2024 წლის ოქტომბერში დაასრულა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×