რეზონანსი
05.03.2025

პრემიერ-მინისტრის ვიზიტი იყო პროდუქტიული, შეხვედრები გაიმართა ყველა იმ ადამიანთან, ვინც მონაწილეობას იღებს უზბეკეთის რესპუბლიკის პრიორიტეტების განსაზღვრაში, ეკონომიკური თანამშრომლობის განვითარებაში, ბევრი პრიორიტეტული მიმართულება განისაზღვრა, - განუცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა უზბეკეთში ჟურნალისტებს.

მისივე თქმით, მხარეებმა განიხილეს ეკონომიკური თანამშრომლობის პოტენციალი, რომელიც არსებულზე მეტად უნდა იქნას ათვისებული.

„განვიხილეთ ეკონომიკური თანამშრომლობის პოტენციალი, რომელიც არის იმაზე მეტი, ნამდვილად, ვიდრე დღეს გვაქვს და ამ მიმართულებით წარიმართება მუშაობა შესაბამის უწყებებს შორის. განათლების სფეროში თანამშრომლობა პრიორიტეტული მიმართულებაა, რომელიც აინტერესებს უზბეკურ მხარეს და ჩვენთვისაც ძალიან საინტერესოა. ბევრი სხვა მიმართულება იქნა აღნიშნული, რომელიც მომავალ წლებში ჩვენი ურთიერთობების განმსაზღვრელი იქნება უზბეკეთთან. პოტენციალი უნდა იქნას ათვისებული ურთიერთპატივისცემისა და ორი ქვეყნის ინტერესების გათვალისწინებით,“- აღნიშნა მინისტრმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×